biletebi.ge ბოდიშს იხდის

biletebi.ge მომხმარებლებს ბოდიშს უხდის, –  ამის შესახებ განცხადება ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
“დღის განმავლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ რიგის მართვის არასწორი მუშაობით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეწყდეს ინტერნეტ გაყიდვები. ველოდებით უეფას პასუხს. გიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვებ-გვერდზე biletebi.ge UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 21:30 საათზე შეწყდა. ბოლო ინფორმაციით, biletebi.ge-ზე ბარსელონა-სევილიას შორის გასამართ მატჩზე დასასწრები 1500 ბილეთია გაყიდული, ხოლო 143 000 მომხმარებელი რიგშია.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. “ბარსელონასა” და “სევილიას” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები