ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უკრაინაში დარჩენას არ აპირებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს, – ამის შესახებ ალექსანდრე კვიტაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, კვიტაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ნახევარი წელია რეფორმებს ეწინააღმდეგება.
“უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ჩამოვედი. ჩვენ დღეისთვის მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ყველაფერი მზად გვაქვს. შევცვალეთ შესყიდვების სისტემა. მივდივართ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილური გზით. მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში იყო ჩამჯდარი, შემოსავლებს კარგავს. ეს არის უკრაინის პირველი და უკანასკნელი შანსი, განახორციელოს ჯანდაცვის რეფორმა”, – განაცხადა კვიტაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “პეტრო პოროშენკოს ბლოკს” უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენება სურს. ამის შესახებ “უკრინფორმი” პარტიის წევრ დეპუტატ იგორ კონონეკოზე დაყრდნობით წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები