თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო. საკითხს 30-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა.
ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, ბედნიერია, რომ მიიღო მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის მსოფლიოში ცნობილი შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების პროცედურაში. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ვერსიები სახელის შერჩევის პროცესში. ბერაძემ დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის სახელი მინიჭებული აქვს ქუთაისის აეროპორტს, თამარ მეფის მესტიის აეროპორტს. ბერაძე მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველს სახელს ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები