გიგა ბუკია გოგა ხაჩიძეს: კანონპროექტს თქვენთვის აწყობთ, რომ გემრიელად, თავისუფლად დაბოლდეთ?!

საქართველოს პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ, მანამდე კი დეპუტატებმა მეორე მოსმენით ამ თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს.
კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის ნაცვლად ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს. მისი ინიციატორი კი უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეა.
იმ დროს, როდესაც ტრიბუნაზე კანონპროექტის ავტორი გოგა ხაჩიძე იდგა, მას კითხვით დეპუტატმა გიგა ბუკიამ მიმართა: „თქვენ ბრძანეთ, რომ პარტიული პოლიტიკური კონტექსტიდან თავისუფალი გაქვთ თქვენი ინიციატივა და არ აპირებთ მომავალში პოლიტიკაში დარჩენას, რა, თქვენთვის აწყობთ, გემრიელად, თავისუფლად დაბოლდეთ და ფულები იხადოთ, თუ რისთვის გინდათ ეს კანონპროექტი?!“
კანონპროექტს გამოეხმაურა ასევე უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც გოგა ხაჩიძის მისამართით განაცხადა: „ამ სატოპკე მასალას, თქვენ თვითონ წევთ და მე ვფიქრობ, ძალიან გაგწიროთ თუ ცოტა შეგინდოთ, დაგინდოთ და მაინცდამაინც არ გაგანადგუროთ?! ვხედავდი თქვენგან გამწარებულ ახალგაზრდა ადამიანებს, მე არ ვლაპარაკობ პირდაპირ გოგა ხაჩიძის მიერ გამწარებულებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის ამ განცხადებას გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა, თუმცა იმ კონტექსტში პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„არ მინდა ახლა ამაზე მართლა საუბარი. აქ ბევრის თქმა შეიძლება მართლა ერთის მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ფაქტია, რომ ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში მიდის, იგივე ევროპაში, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე რეალობა, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ფაქტია, რომ გვკარნახობს იმას, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას“,-აღნიშნა ხაჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები