ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავებს მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში, სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მთელი საქართველოს პრესტიჟია, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს.
„ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში, გაარკვიონ საკითხი. თუ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, მაშინ სამართალდამცავები უნდა დაგვეხმარონ. არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები, უნდა გაირკვეს”, – განაცხდა არველაძემ.
მისივე თქმით, ბილეთები იყიდება, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. „ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 1220 ბილეთი“, – განაცხადა არველაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, დაიწყება თუ არა ხვალიდან ბილეთების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. არველაძის თქმით, ეს საკითხი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები