ფილმის „უცხო“ პრემიერა გაიმართება

2 ივლისს, 20:45 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში კინოპრემიერა „უცხო“ გაიმართება.
ფილმი მოგვითხრობს მთავარი გმირის ალექსანდრეს რთულ ცხოვრებაზე, რომელმაც ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება, რამაც შემდგომ მწვავე დეპრესია გამოიწვია.
გმირმა, რომელმაც დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი, თითოეულ დღეს იხალისებს აზდაკის როლის მორგებით და მცირე ტაშით. ამ ყველაფერს ერთვის სოციალური კრიზისიც, რომელიც უბრალოდ საარსებოდაა საჭირო.
მის ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გოგონას სახით ჩნდება, რომელიც ალექსანდრეს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებისკენ უბიძგებს. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები