ფოლკლორის ბაღში კაფია-გალექსების საღამო გაიმართება

2 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოლკლორის ბაღში გაიმართება კაფია-გალექსების საღამო, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი ფშაველი და ხევსური მოკაფიავეები: მართა ჭინჭარაული, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი, გია არაბული, ტრისტან მახაური, მიშა ღანიაშვილი, მარიამ ხუცურაული, ილო ფხოველი, გიო ზვიადაური, ადამ ბექაური, შოთა ქუმსიაშვილი, ვაჟა ზურაბაშვილი, თამარ ზურაბაშვილი, ნოდარ ოდიშელიძე, ზაურ წოწკოლაური, ბაბუა ალუდაური და სხვ. საღამოს გაუძღვებიან ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები