გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს პრეზიდენტს, მარია კრაუზბერგერს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა.
გარემოს ჯანმრთელობის საკითხებში ევროპის რეგიონში გერმანია წარმოადგენს ძირითად დონორ სახელმწიფოს განვითარებადი ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს, გამოცდილების გაზიარებას, ფინასნურ, ექსპერტულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ბონის ოფისი WHO ECEH- უზრუნველყოფს ევროპის 53 წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და პოლიტიკური საკონსულტაციო საექსპერტო დახმარებას ეკოლოგიური რისკების შესაფასებლად და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ევროპის რეგიონში. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მოიცავს გარემოსა და ჯანმრთელობის პრობლემატიკის ფართო სპექტრს. საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ WHO ECEH -ის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში. ასევე, ჯანმო-ს კონსულტანტები რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში და უწევენ ტექნიკურ დახმარებას ადგილობრივ სპეციალისტებს.
ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის(NEHAP)“ შემუშავებისათვის ექსპერტული დახმარების გაწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები