საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა ისნისა და მთაწმინდის რაიონებში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, აღდგენა-შეკეთება-გამაგრების სამუშაოების და წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე იმსჯელეს. სხდომას გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეტალურად წარმოადგინეს ამა თუ იმ მისამართზე ჩასატარებელი აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოების ნუსხა. მათი განცხადებით, აღნიშნული საკითხების დაჩქარებული წესით განხილვა, თბილისში, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა.
მიმდინარე საკითხებს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს. საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებითი სარგებლობის უფლებით ელექტრონული აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები