გიგლა აგულაშვილმა ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილმა – საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება – ფორუმში მიიღო მონაწილეობა – ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

შეხვედრაში ევროკავშირის, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური გადამმუშავებელი საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რომლის ფარგლებში შესაძლებელია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები