ორხევის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძარი აშენდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, ორხევის დასახლებაში, წმინდანების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევას დაესწრო.
საკრებულოს ინფორმაციით, ტაძრის აშენების ინიციატივა ორხევის დასახლების ახალგაზრდობას ეკუთვნის. მშენებლობაში მონაწილეობას ორხევის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა მიიღებს. შემოწირულობა სპეციალურ ანგარიშზე განხორციელდება, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები