ბაქოს ევროპულ თამაშებში შსს-ს ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს
შსს-ს ძიუდოისტებმა ბაქოს ევროპულ თამაშებში 5 მედალი მოიპოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, მედალოსანი ძიუდოისტები საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. ოქროს მედალი მოიპოვეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა, ვერცხლის მედლები – ვარლამ ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო ბრინჯაო – ამირან პაპინაშვილმა.
ხუთივე სპორტსმენი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრია. ჯამში, ქართველი ძიუდოისტები ევროპის გუნდური ასპარეზობის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
საქართველოში დაბრუნებულ მედალოსან ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე დახვდნენ და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს.