დღეიდან ზოოპარკში გადაადგილება შეიზღუდა

13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დატბორილი ზოოპარკისა და მთლიანად ვერეს ხეობის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები და სამხედროები კვლავ აგრძელებენ მდინარის მიერ ჩამოტანილი ნარჩენების გატანას, ასევე აღნიშნულ ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობს. პარალულურად კი დაკარგულების ძებნის ოპერაციაც მიმდინარეობს.
ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეიდან გადადგილება შეზღუდულია. შეზღუდვა მოქმედებს ნებისმიერ მოქალაქეზე და ასევე ჟურნალისტებზე.
როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. გურიელიძე არ გამორიცხავს, რომ ვეფხვი, რომელსაც ეძებენ, ტერიტორიაზე იპოვონ.
„ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია, ისევ ვეძებთ ვეფხვს. როცა გაიწმინდება მთლიანად ტერიტორია, შეიძლება სადმე იყოს დამარხული, ბევრი შესაძლებლობა არსებობს. თითქმის შეტყობინებები იმდენად აღარ შედის, როგორც ჩანს, მოსახლეობა გაერკვა ცხოველებში“,-განაცხადა გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები