ანსამბლ „მძლევარის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ „მძლევარის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ორგანყოფილებიან კონცერტზე შესრულდება როგორც კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერები. ღონისძიებაში ანსამბლ „მძლევარის“ ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობს. ანსამბლის იუბლესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა 10 CD-ისგან შემდგარი ვიდეოკრებული, რომელშიც, ფაქტობრივად, ანსამბლის მთლიანი შემოქმედებაა ასახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები