კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

 

30 ივნისს, 18:00 სთ-ზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე, კომპოზიციის მიმართულების ქართველი და უცხოელი სტუდენტების ნაწარმოებების გარდა, ნოდარ მამისაშვილის, რეზო კიკნაძის, გიორგი შავერზაშვილის, ზურა ნადარეიშვილის, ეკა ჭაბაშვილისა და მაკა ვირსალაძის ნაწარმოებები შესრულდება. კონცერტში კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლი, თბილისის გოგონათა გუნდი, კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი და კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობენ. კონცერტიდან შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები