თეატრალური სეზონის იუბილარები ერთად, ერთ სპექტაკლში – „მე ვხედავ მზეს“!

27 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი არტისტების: მაკა გოგიჩაიშვილის (70 წელი), თამარ ლოლაშვილის (60 წელი), სოსო მოლოდინაშვილის (70 წელი), ნელი ჯავახიშვილის (70 წელი) და ნათელა პაატაშვილის (70 წელი) იუბილე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ აღინიშნება.
თითოეულ მათგანს განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მოზარდმაყურებელთა თეატრის შემოქმედებით ცხოვრებასა და მის განვითარებაში. თეატრში მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი პერიოდი უკავშირდება შალვა გაწერელიას ეპოქას. იმ პერიოდის თეატრალურ რეპერტუარში ხუთივე მათგანმა: მაკა გოგიჩაიშვილმა, თამარ ლოლაშვილმა, სოსო მოლოდინაშვილმა, ნელი ჯავახიშვილმა, ნათელა პაატაშვილმა (ტრავესტი) დაუვიწყარი სახეები შექმნეს.
თეატრალური როლების გარდა, მათ საზოგადოება კინოეკრანიდანაც იცნობს. მაკა გოგიჩაიშვილი – პოპულარულ ტელესერიალში „ ჩემი ცოლის დაქალები“ თამარი განასახიერა; სოსო მოლოდინაშვილი – პოპულარული ტელესერიალები „გოგონა გარეუბნიდან“ (რეზო, თამუნას მამა) და „შუა ქალაქი“ (ექიმი); ნელი ჯავახიშვილი – თენგიზ აბულაძის კ/ფ „მონანიება“, კ/ფ “ხსოვნა” რეჟისორი – გ. ვეფხვაძე, კ/ფ “ღმერთო, რისი გულისთვის” რეჟისორი- რ.ოგანესიანი. იუბილარი არტისტები, მოზარდმაყურებელთა თეატრის ახალ თეატრალურ სეზონზე მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგებიან. რეჟისორისა და დრამატურგის ოთარ ბაღათურიას სპექტაკლით „მეფე ლირი თავშესაფარში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები