ყვარლის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

მეტრომშენის დასახლებაში, ყვარლის ქუჩაზე ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც უშუალოდ დაჭრაშია ბრალდებული და მისი სამი თანმხლები.
“4 დაკავებულიდან ერთის წინააღმდგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს, დანარჩენი სამის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ 239-ე – ხულიგნობის მუხლით, მათ შორის ერთ-ერთს ბრალად წარედგინა ასევე იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა – ტარება, სსკ 236-ე მუხლით“,-აცხადებენ შს სამინისტროში.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები