არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანისთვის სომხეთის მოქალაქე დაჯარიმდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო -გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი”, არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ს.მ.-ის კუთვნილი ავტობუსის დათვალიერებისას, საბარგო ნაწილში სპეციალურად შენიღბულ ადგილას, 4124,15 ლარის ღირებულების ავტონაწილები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ფულადი ჯარიმა – 4124,15 ლარის ოდენობით შეეფარდა.