ზურაბ გურიელიძე: ძველ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია

თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორი ზურაბ გურიელიძე მიიჩნევს, რომ ძველ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცხოველების ვოლიერები თავიდან არის ასაშენებლი და სჯობს აშენდეს იქ, სადაც უკეთესი პირობებია.
„ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია, ლაპარაკი რომ იყოს მცირე შერემონტებაზე, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როცა ყველაფერი, ბეჰემოთის ძვირად ღირებული ვოლიერი, მტაცებლების ვოლიერი თავიდან არის ასაშენებელი, სჯობს, რომ აშენდეს იქ, სადაც უკეთესი პირობებია, მით უმეტეს, რომ ტერიტორია არსებობს და საძებნელი არ გვაქვს“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები