“ახუნდოვ ჰაუსში” ქალთა ორგანიზაცია “ინერ ვილის” მეორე პრეზიდენტი აირჩიეს (ვიდეო, ფოტოკოლაჟი)

აზერბაიჯანული კულტურის ცენტრ „ახუნდოვის სახლში“ მსოფლიო ქალთა უდიდესი დამოუკიდებელი ორგანიზაციის „ინერ ვილის“ რიგით მეორე პრეზიდენტის არჩევა და ახალი წევრების მიღების ცერემონიალი გაიმართა.

რაც შეეხება აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციას, „ინერ ვილი“ ას სამ სხვადასხვა ქვეყანაში სამი ათას შვიდას კლუბს ერთიანებს და კლუბების წევრთა ჯამური რიცხვი ასი ათასამდე აღწევს.

კლუბს სამი ძირითადი მიზანი აქვს: მეგობრობა, სოციალური საქმიანობა და ინტერნაციონალური ურთიერთობა. სოციალური აქტივობა კლუბის ძირითადი მოტივაციაა, რომლის განსახორციელებლად ფინანსებს კლუბის წევრები დონორებისგან, საქველმოქმედო ბაზრობებში მონაწილეობითა და სხვა კრეატიული საქმიანობისგან მოიპოვებენ.

ქალთა კლუბის ისტორიულ ფესვებს ცნობილი “როტარი კლუბი” წარმოადგენს. მისი ისტორია პირველი მსოფლიო ომის დროიდან, ინგლისში იღებს სათავეს. როტარიანელების მეუღლეებმა, ომში წასული ქმრების მიერ წამოწყებული და მიტოვებული სოციალური აქტივობები განაგრძეს. 1924 წელს მარგარეტ გოლდინმა პირველი ” inner wheel” კლუბი დაარსა ქ. მანჩესტერში. 2012 წლიდან ხმათა უმრავლესობით კლუბში არა როტარიანელი ქალბატონების მიღებასაც დაუჭირეს მხარი.

ერთი წლის წინ ქეთი კრეპსერმა ამიერკავკასიის მასტაბით, პირველად საქართველოში დაარსა აღნიშნული კლუბი და ხმათა უმრავლესობით მისი პრეზიდენტი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გახდა. კლუბში 50 -მდე ქალბატონი გაწევრიანდა. წლის წლის განმავლობაში საორგანიზაციო საკითხების მოგვარების გარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. საერთაშორისო კლუბის ტრადიციის თანახმად „ინერ ვილის“ პრეზიდენტი ყოველწლიურად იცვლება.
ahundovi

შესაბამისად, წელს ახალი პრეზდენტის შერჩევაც მოხდა, რომლის გამარჯვებულიც პარლამენტარი ანი მიროტაძე გახდა. როგორც “კვირასთან” საუბრისას ის აცხადებს, მისთვის ეს სიახლე სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
ahundovi10

„ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა, ძალიან სასიამოვნო და ვფიქრობ, რომ საინტერესო პოზიციაა ახალი გამოწვევებისთვის და ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. ამ კლუბს უკვე ჰყავს ბევრი აქტიური ქალბატონი, რომლებიც მზად არიან თავისი აქტიურობის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეში. საინტერესოა, მოულოდნელი იყო, არ მიკეთებია ეს საქმე, მაგრამ უნდა ვცადო, უნდა გამომივიდეს, არ ვიცი რა ნიშნით შემარჩიეს, მაგრამ ალბათ იმისთვის, რომ ბევრი საქმეა საკეთებელი და მე მზად ვარ ამისთვის“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

არჩევნების ცერემონიალი სამწუხაროდ საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურების დღეებს დაემთხვა და შესაბამისად, ქალბატონების თანხმობით უახლოეს დღეებში საქველმოქმედო საღამოს ორგანიზება დაიგეგმა.

ამასთან, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში „ახუნდოვ ჰაუსში“ თაეტრალიზირებული საღამო “გაზაფხული ჩვენთანაც მოვა” გაიმართება.

ინიციატივას შეუერთდნენ კულტურულ საგანმანათლებლო ფონდ “დღეს” წევრი – მსახიობები : ბექა ჯუმუტია და შიო აბრახამია, ასევე თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ანა მატუაშვილი.

საღამოზე შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
ahundovi2
ahundovi4
ahundovi5
ahundovi6
ahundovi16
ahundovi15
ahundovi14
ahundovi13
ahundovi11

https://www.youtube.com/watch?v=DqsFIwfRJE8&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები