ირაკლი ჟორჟოლიანი: მე და ინდირა ქორწილისთვის ანაბარს ვაგროვებდით
13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ინდირა ზარანდიას შეყვარებული ირაკლი ჟორჟოლიანი მათი გაცნობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. “არ ვიცოდი რომ დავამატე, შემთხვევით მოხდა. “მაუსი” გაფუჭებულია და “ჭედავს” ხოლმე. სიბრაზისგან დავარტყი “მაუსი” და 15 წუთში მომდის შეტყობინება, რომ დაეთანხმა თქვენს მეგობრობას. ახლაც ის მაუსი მაქვს. მერე შევყევით, შევყევით და…”, – ყვება “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ჟორჟოლიანი.
იგი ასევე ამბობს, რომ მან და ინდირამ სამი თვის წინ ანაბარი გახსნეს და ქორწილისთვის ფულს აგროვებდნენ.
“ზუსტად არ გვქონდა თარიღი გადაწყვეტილი, მაგრამ გაზაფხულზე უნდოდა თვითონ”, – ამბობს ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე 13 ივნისის დღეს იხსენებს. მისი თქმით, ინდირას დას, ლიზა ზარანდიას და მათთან ერთად გაუჩინარებულ სერგო კაპანაძეს ერთმანეთი მოსწონდათ, ლიზას კი მათთვის სერგოს გაცნობა სურდა. “ლიზის და სერგოს ერთმანეთი მოსწონდათ და უნდოდა, რომ ჩვენთვის გაეცნო და სახინკლეში ვიყავთ მარჯანიშვილზე”, – აღნიშნა ინდირა ზარანდიას შეყვარებულმა.