დაზარალებულთა დახმარებისთვის შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 4.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა კომპანიის მიერ ცარიცხული ფულადი დახმარებები ქვეყნდება, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “8 ივნისის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გთავაზობთ 18 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით: 18 ივნისის ფინანსური კონტრიბუციის შედეგები: „ნატახტარი – 20 000 ლარი; ავსტრიული სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია „გებრიუდერ ვაის“ – 10 000 ლარი; „ვითიბი ბანკი“ – 207 575 ლარი („ვითიბი ბანკმა“ ოთხჯერ გაზარდა თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად; „წყალი მარგებელი“ – 25 000 ლარი; UniCredit.ge- 2000 ლარი; ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა – 80 000 ლარი; GAA group Zestafoni Ferro/Chiatura Mine – 500 000 ლარი; კომპანიის თანამშრომლები – 15 000 ლარი; კომპანია “გლობალფარმი” – 10 000 ლარი; კომპანია ნატალი – 2000 ლარი; კომპანია „სარაჯიშვილი“ – დაღუპული მაშველის ოჯახს 10 000 ლარი; შპს დიდუბე 95 – 2000 ლარი; წისქვილის ჯგუფი – 2000 ლარი; შპს სუზანდა – 2000 ლარი; გალფი- 200 000 ლარი; კაზინო აჭარა – 100 000 ლარი; კომპანია დეშელი – 5000 ლარი (კვირის განმავლობაში შემოსულ თანხას დამატებით ისევ გადარიცხავენ ფონდში); ფონდი „იავნანა“ – 5000 ლარი; პაატა ბურჭულაძე – 5000 ლარი; გლდანის შაურმა – 5000 ლარი; ავტო კრედიტი – 1000 ლარი; ჰანიველ პარტნერს საქართველო – 20 000 ლარი; სს “ლელო” – 5 000 ლარი; დავით გაგუას კლინიკა – 5000 ლარი; ბაკო მოტორსი – 500 ლარი; კომპანია ჰუალინგი – 150 000 ლარი; სარეკლამო კომპანია აუთდორ – 15 000 ლარი; შპს “ლევანტო” – 1000 ლარი; GPC – 25 000 ლარი (კომპანიის თანამშრომლების სახელით 15 000 ლარი გადაირიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. თავად კომპანიამ კი 10 000 ლარი გადარიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში); „დიპლომატ ჯორჯია“ – 10 000 ლარი; იმედი L – 25 000 ლარი”,-წერია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, კომპანია “ნატახტარმა” სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები, თბილისი მოლმა – თანამშრომლების ერთი დღის ხელფასი გადარიცხეს დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე მოლში დადგმულია საქველმოქმედო ყუთები. “კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მოხალისეებს მინერალური წყლით ამარაგებს. დომუსი – ოჯახის სახლების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, დავით გაგუას კლინიკა საჭიროების შემთხვევაში გამგეობასთან შეთანხმებით დაზარალებულებს გაუწევს უფასო სამედიცინო მომსახურებას. „კომპანია ჰუალინგმა“ სპეც ტექნიკა გამოიყვანა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, კავკასიის უნივერსიტეტმა უზრუნველყო ჰუმანიტარული ნივთებით დაზარალებულების დახმარება, მოხალისეებისთვის კი წყლის მიწოდება. ასევე უნივერსიტეტი გეგმავს დახმარება აღმოუჩინოს სასტუმრო „ლევილში“ განთავსებულ ერთ დაზარალებულ ოჯახს. Vivus.ge-ს თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა ფაფები, საკვები ბოთლები და ჰიგიენის საშუალებები დაზარალებული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახებისთვის შეიკრიბა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები. კომპანია “ედრესმა“ სასტუმრო „ლევილში“ განთავსებული 15 დაზარალებული ოჯახი კვებით, პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყო, მზიურსა და ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებში თანამშრომლების ჯგუფები ჩართო, მოხალისეები კი საკვები პროდუქტებით მოამარაგა. ასევე კომპანიამ გამგეობას 40 ნიჩაბი და მუყაოს ყუთები გადასცა. თბილისის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ტოკიოში, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის პირადი ნივთები იქნა გამოტანილი. ღონისძიების დროს შეგროვილი თანხა 201,000YEN(≒1,627USD), მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში. „საქართველოს ბავშვები“ უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ დაზარალებულ ბავშვებს/ მოზარდებსა და მათ მშობლებს. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ მძიმე სამუშაოს შემდეგ ყველა მაშველს ჩაუტარებს ფსიქოლოგიური დახმარების სწრაფ კურსს. „წყალი მარგებელი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე მოხალისეებს სასმელი წყალი „ბახმაროთი“ ამარაგებს. „დიპლომატ ჯორჯიამ“ დაზარალებული ოჯახებისთვის 10 000 ლარის ოდენობის პროდუქცია და ჰიგიენური საშუალებები გამოყო”,-აღნიშნულია ანგარიშში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 90- ზე მეტი კომპანიის მიერ 4.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა. “სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ ყოველი დღის ანგარიშს განახლებული ინფორმაციით. გთხოვთ გაეცანით წინა დღეების მონაცემებს ქვემოთ მოცემულ ლინკებზე: 15 ივნისის ანგარიში – http://goo.gl/YTNRDc; 16 ივნისის ანგარიში –http://goo.gl/6evp67; 17 ივნისის ანგარიში – http://goo.gl/3xcXXU ; სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზე https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. (ან მისი მედიაში გავრცელება) გთხოვთ. მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.