“უცნობი”: სტიქიას დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც განიცდის
ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც არავიზე ნაკლებად არ განიცდის დარწმუნებული ვარ, – აღნიშნული განცხადება მომღერალმა “უცნობმა” გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში 13 ივნისის ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა. “საშინელი ამბავი მოხდა, ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცა, მე არ მგონია რომელიმე ხელისუფლება ამაზე უფრო ძლიერად დამდგარიყო ამ სტიქიის წინაშე, იმ რესურსებით რა რესურსებიც გააჩნდა. ამ სტიქიის მიზეზი იყო ბუნების რისხვა, ხელისუფლებას როგორც შეეძლო ისე გაუმკლავდა, არაფერი დაუკლიათ, ეს ხომ დავინახეთ. ძველ ხელისუფლებაზეც არ შეიძლება ხელის გაშვერა. დღეს არ მინდა არცერთისკენ და არც მეორისკენ ხელის გაშვერა. ყველანი ერთნაირად განვიცდით ამას. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც არავიზე ნაკლებად არ განიცდის დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.