კახეთში მამაკაცმა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა – ბრალდებული დაკავებულია

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცველებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ორი მეოთხეკლასელი ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აღიძრა. (მუხლი 141. გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები