პრეზიდენტის პირადი ნივთი ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ შეიძინა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საქველმოქმედო აუქციონზე გატანილი ღილმაგი (პერანგის ღილსამაგრი) ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ 4.000 დოლარად შეიძინა.
საქველმოქმედო აუქციონი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” “სახეები სახელების” ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
როგორც ჟურნალისტებს ნაზი ალასანიამ განუცხადა, მისთვის საინტერესო იყო პრეზიდენტის პირადი ნივთის შეძენა იმ მოტივით, რომ მის შვილიშვილს გიორგი ჰქვია და აბიტურიენტია.
“ბედნიერი ვარ, რომ მომეცა პრეზიდენტის ნივთის შეძენის შესაძლებლობა, რადგან ჩემს შვილიშვილს გიორგი ჰქვია, საკმაოდ საინტერესო ნივთია რადგან ღილმაგიც საინტერესო გამოსახულებითაა”, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აუქციონზე საკუთარი ნივთები გაიტანა. პრეზიდენტის პერანგის სამაგრების საწყისი ფასი აუქციონზე 100 დოლარი იყო. გარდა ამისა, პრეზიდენტის ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 200.000 ლარიც გადაირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები