პრემიერი: ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად და ადეკვატურად გავართვით თავი ამ გამოწვევებს

 

ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად და ადეკვატურად გავართვით თავი ამ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა რეაქციაში ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტრაგედიის ღამე გაიხსენა და მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

“როცა ეს საშინელი ტრაგედია დაიწყო, ჩვენ – ყველანი ადგილზე გავედით. ეს იყო დაახლოებით პირველი საათი, პირველ რიგში, წავედი ზოოპარკის ტერიტორიაზე და ჩემი თვალით ვნახე ის საშინელება, რაც იქ ტრიალებდა – მკვდარი ცხოველები, დატბორილი ზოოპარკის ტერიტორია… შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის საშინელება, რაც მოხდა სვანიძის ქუჩაზე, წყნეთის ქუჩაზე და ასე შემდეგ… ეს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე პირადად ჩემთვის, ყველა ადამიანისთვის ამ ყველაფრის უემოციოდ მიღება წარმოუდგენელი იყო. მთავრობის და პირადად ჩემი პირველი რეაქცია უნდა ყოფილიყო ის, რომ დაუყოვნებლივ დამეწყო საგანგებო შტაბის შეკრება და კოორდინაცია, გუნდის წევრებისთვის დავალებების მიცემა – რაც გავაკეთეთ, დილის ხუთ საათზე თათბირი გავმართეთ, შევქმენით საგანგებო შტაბი, მოგეხსნებათ, რომ ჩემ მიერ შექმნილი კრიზისების მართვის საბჭო სრული დატვირთვით კანონის თანახმად ფუნქციონირებს უკვე ერთ წელზე მეტია, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად და ადეკვატურად გავართვით თავი ამ გამოწვევებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები