ია მაკასარაშვილმა ვაკის გამგეობაში პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები მიიტანა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა ბიუროს წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობაში პროდუქტი, პური, წყალი და ჰიგიენური საშუალებები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიიტანა.

საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატი ვაკის რაიონის გამგეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად განთავსებულ შტაბში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დეპუტატმა თქმით, სამაჟორიტარო ბიუროში სტიქიით დაზარებულებისთვის შემოწირულობების შეგროვება კვლავაც მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დღეს, ისე, როგორც არასდროს ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში დგომა სჭირდებათ და მიმაჩნია, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს პირადად ჩემი, როგორც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, სამგორის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროში შემოწირულობების სახით შეგროვდა თანხა, რომლითაც ჩვენ სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შევიძინეთ“,-განაცხადა ია მაკასარაშვილმა. პროდუქტი და სამელი წყალი ვაკის რაიონის გამგეობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმაც მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები