მტკვარმა, სავარაუდოდ, ზოლებიანი აფთრის ლეში გამორიყა

მტკვარმა, სავარაუდოდ, ზოლებიანი აფთრის ლეში გამორიყა. შემთხვევა მარნეულის რაიონში რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაემგზავრა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. სწორედ მისი ადგილზე ჩასვლის შემდეგ დადასტურდება, ეკუთვნის თუ არა ლეში ცხოველს.

თბილისში რამდენიმე დღეა, ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვსა და ზოლებიან აფთარს ეძებენ. პარალელურად, „112“-ში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ შეტყობინებები რუსთავიდან და წყნეთიდანაც შედის. ჯერჯერობით, არც ერთი მსგავსი შეტყობინება არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები