კომპანია RMG-მ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ანგარიშზე 1 მილიონი ლარი გადარიცხა

კომპანია Rich Metals Group-მა თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე 1 მილიონი ლარის ოდენობის თანხა გადარიცხა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, თანაგრძნობას და პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კომპანია Rich Metals Group-ი გამოყოფს ფულად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება“, – ნათქვამია კომპანია RMG-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები