კახა კალაძე: ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმვასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერთან პირველი შეხვედრა გაიმართება

ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობის ახლებურ დაგეგმვასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კალაძემ დღეს განუცხადა.
„დღეს იქნება პრემიერთან პირველი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. რაც შეხება იმ პროექტს, რომელიც იყო განხორციელებული, ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენად სწორად იყო განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები