სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურში არსებული კორუფციის ფაქტებზე ისაუბრა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ოდესის ოლქში კორუფციასთან საბრძოლველად ამ სამსახურმა სპეციალური ჯგუფი გააგზავნა, რის შესახებაც მან მედიიდან შეიტყო. „მე ჯერ პრესიდან გავიგე ოდესაში ამ ჯგუფის გამოგზავნის შესახებ და უკვე შემდეგ ვესაუბრე სამსახურის ხელმძღვანელს. ჩემი აზრით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა კორუფციასთან ბრძოლა საკუთარი რიგებით უნდა დაიწყოს. მაგალითად, ოდესაში ბევრმა იცის, რომ კონტრაბანდას ამ სამსახურის წამომადგენლები მფარველობენ. სახეზეა ოლიგარქების გაზრდილი გავლენა ამ სამსახურზე, რომელიც წესით ამ გავლენისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს“.
ამ შინაარსის განცხადება სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ამასთანავე, მისი თქმით, უშიშროების სამსახურში არის ბევრი წესიერი ადამიანი, რომელთა იმედიც მას აქვს. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი სამსახური, ასევ მილიცია, პროკურატურა და ფისკალური ორგანოები კორუფციისგან უნდა გაათავისუფლონ. „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ისმის ბევრი პოლიტიკური განცხადება, მაგრამ ძალზე ცოტაა რეალური ნაბიჯი“, – ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები