მიხეილ სააკაშვილი ოდესის ტრამვაიში გაიჭედა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხევდრის ფარგლებში ოდესის ტრამვაით მგზავრობა სცადა. თუმცა მგზავრობა მალევე დასრულდა, ვინაიდან ტრამვაიმ პირდაპირ რელსებზე გაჩერებული ავტომობილის გამო სვლა ვეღარ განაგრძო. მანამდე კი ოდესის გუბერნატორმა მოსახლეობას ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს ახალი უფროსი დავით ლორთქიფანიძე გააცნო. ამისთვის ის და ლორთქიფანიძე ოდესის ცნობილ ბაზარ „პრივოზზე“ მივიდნენ. აქ სააკაშვილმა ნარკოტიკებთან ბრძოლაზე ისაუბრა.
„ყველა ნარკომოვაჭრეს მფარველი ჰყავს სამართალდამცველ ორგანოებში. თუ ისინი გეტყვიან, რომ ნარკოტიკებთან ვაჭრობას ებრძვიან, არ დაიჯეროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები