19 ივნისს, ღამით 112-ში თბილისში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 47 შეტყობინება შევიდა

19 ივნისის, ღამის განმავლობაში 112-ში შევიდა 47 შეტყობინება ამ თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა. ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი.
ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან იქნას არიდებული ინფექციის შესაძლო გავრცელების საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ნიადაგთან მუშაობის დროს. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა: კერძოდ, მაშველებმა და მოხალისეებმა აუცილებლად გაითვალისწინონ კოორდინატორების რეკომენდაციები ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. რაც შეეხება პირად უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანია ტანსაცმელი მაქსიმალურად ფარავდეს სხეულს, რათა მინუმუნამდე დავიდეს კანის დაზიანება-დაბინძურება. უნდა იმუშავონ ხელთათმანებით და ეკეთოთ პირბადე. თუ კანის დაზიანება მოხდა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც ჩაუტარებს საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტეროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე. მოსახლეობას ასევე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ კლინიკებში შეუძლიათ უფასო ვაქცინაციის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები