დავით ნარმანია: მაშველებმა კარგად და ოპერატიულად იმუშავეს

წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
მათივე ინფორმაციით, სტიქიამ საძირკველი გამოაცალა ავტოფარეხს და ტერიტორიაზე მიმდინარე გამაგრების სამუშაოებს საფრთხე ექმნებოდა.

აღნიშნულ ადგილას თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა.

მისი თქმით, მაშველებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს და მანქანა ამოიყვანეს.

მანქანის ავტოფარეხიდან ამოყვანის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები