ნინო გიორგობიანი: არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს და დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ. როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შედის.
“ეხლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი! მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგარამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან!”-წერს გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები