„მკვდარი ძაღლების განადგურება სპეციალურ კრემატორიუმში ხორციელდება“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფრის ლეშებისგან გაწმენდა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება მიმდინარეობს. როგორც მტავრობის მეთაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე აღნიშნა, მკვდარი ძაღლების განადგურება სპეციალურ კრემატორიუმში ხორციელდება.
“სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფრის მკვდარი ძაღლებისგან გაწმენდის შემდეგ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. გრძელდება მუშაობა დარჩენილი ცხოველების, ასე ვთქვათ, ლეშებისგან ბოლომდე გასაწმენდად. რა თქმა უნდა აქაც დაცულია ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომები. ხდება ამ ცხოველების – ლეშების განადგურება სპეციალურ ლეშის გამანადგურებელ კრემატორიუმში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე არსებული ხორცპროდუქტების ქარხნიდან 30 ტონამდე მავნე ნივთიერებად მიჩნეული ნივთიერებაა გატანილი.
“სტიქიის შედეგად განადგურებულია შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე” და გატანილია 30 ტონამდე მავნე ნივთიერებად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. მათი განადგურება ასევე ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე და რაც მთავარია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ვეტერინარების ზედამხედველობით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამუშაოებში ჩართულ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები