“მტაცებელი ცხოველების ძებნის საქმეში მონადირეთა ჩართულობა მისასალმებელია”

დღეს დახმარების სურვილი გამოთქვეს მონადირეთა ორგანიზაციებმა, რაც ძალიან სასიამოვნოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ფაქტი მოქალაქეების გაერთიანების კარგი მაგალითია.
“დღეს დახმარების სურვილი გამოთქვეს მონადირეთა ორგანიზაციებმა, რაც ძალიან სასიამოვნოა. საქართველოს მონადირეთა ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც შემოგვთავაზა გვერდში დგომა, ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩავრთოთ მონდაირეები მტაცებელი ცხოველების ძებნის საქმეში. მე როგორც ვიცი საკუთარი ძაღლებით ისინი მზად არიან, რომ დაგვეხმარონ. ესაა მოქალაქეების გაერთიანების და ჩართულობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები