პრემიერმა თბილისის მერს იმ ახალგაზრდის დასაქმება დაავალა, რომელიც მოხალისეებს ტაქსით უფასოდ ემსახურება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტილებით, მოხალისეები, მაშველები, სპორტსმენები და ყველა ის პირი, რომლებიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს, დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა თბილისის მერს 24 წლის გიორგი ლომიძის დასაქმება დაავალა, რომელიც მოხალისეებს ტაქსით უფასოდ ემსახურება.
“24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ.
ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები