ინფორმაცია, რომ ვარკეთილში მგელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა, სიცრუეა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზოოპარკიდან გამოქცეულმა მგელმა ვარკეთილში მამაკაცი დაგლიჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ვარკეთილში მგლის ყოფნის შესახებ ინფორმაცია უწყებაში შევიდა, თუმცა არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ ზოოპარკიდან გამოქცეული მგელი ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხა და დაგლიჯა, დაზარალებული ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები