არქიმანდრიტი ანთიმოზი ფინანსურ დახმარებას ითხოვს – „აუტანელი ტკივილები რომ არ მქონდეს, არ შეგაწუხებდით“

არქიმანდრიტი ანთიმოზ (ბიჩინაშვილი) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს. არქიმანდრიტი ფეისბუქის პირად გვედზე წერს, რომ მარჯვენა მუხლზე მეოთხე ხარისხის გონართროზი აღმოაჩნდა, შესაბამისად, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რისი თანხებიც მას არ გააჩნია.
“თხოვნა: ახალგაზრდობაში, ფეხბურთის თამაშის დროს მარჯვენა მუხლზე გამიწყდა ჯვარედინა მყესები მენისკთან ერთად. ოპერაცია არ გამიკეთებია. ბერობაში 5 წელიწადი გაუსვლელად ვიცხოვრე ნესტიან გამოქვაბულში, გარეჯის უდაბნოში, სადაც სახსრები სულ დავიზიანე. ყურადღება არ მიმიქცევია. ორი კვირის წინ გავიარე გამოკვლევა. მარჯვენა მუხლზე აღმომაჩნდა მეოთხე ხარისხის გონართროზი. მოკლედ, სითხე და სახსრები საერთოდ აღარ არის და ძვალი ძვალს ედება. მკურნალობას არ ექვემდებარება. მარცხენა მუხლზე – მეორე ხარისხის გონართროზი მკურნალობას ექვემდებარება. ექიმმაც შემაშინა, შეიძლება გაგიჭედოსო. აუტანელი ტკივილები რომ არ მქონდეს, არ შეგაწუხებდით. ვისაც რამდენი შეგიძლიათ, „თი-ბი-სი“ ბანკში შემეწიეთ ამ ანგარიშზე: TBCBGE 22 GE60 TB78 6854 5063 6000 09 TAMAZ BiCHINASHVILI
ოპერაცია აუცილებელია და ხელოვნური სახსრების ჩადგმა, შემდეგ ორი თვე რეაბილიტაცია სახლში. საპატრიარქომ, ჩვენც დაგეხმარებითო. რომ ძალიან არ გამჭირვებოდა, არ გთხოვდით. პატივისცემით, არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)
P.S. სახელი და გვარი მიუთითეთ, რომ ლოცვებში მოგიხსენოთ“,- წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები