მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლას ჩაუდგეს სათავეში

საქართველოს იუსტოციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ოდესაში კორუფციასთან ბრძოლას ჩაუდგეს სათავეში. riafan.ru – ს ინფორმაციით, ოდესაში თავისი ყოფილი თანაგუნდელის დანიშვნა უკრაინის ხელისუფლებას ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა.
ის, რომ ადეიშვილი კორუფციასთან ბრძოლის საკითხს უხელმძღვანელებს, სააკაშვილის მრჩეველმა იულია მარუშევსკაიამ განაცხადა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილი მოვალეობების შესრულებას უკვე 23 ივნისს შეუდგება. რამდენიმე დღის წინ ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად ასევე ქართველი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. გამოცემა ასევე იხსენებს, რომ სააკაშვილის, ადეიშვილის და ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები