ბიძინა ივანიშვილი: რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, მე დავაფინანსებ

“რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, მე დავაფინანსებ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რესურსების მოძიება მთავრობის საქმეა, რასაც ისინი აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ამ მხრივ სახარბიელოდ არ აქვთ საქმე.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი სახით ხელისუფლებას აქვს დაზღვევა. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენს თუ კერძო პირს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხები გადარიცხა. ივანიშვილის ინფორმაციით, ეს თანხა 5 მილიონზე მეტს შეადგენს.
“მე ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, მაინტერესებდა, როგორ აქვს ფინანსური მიმართულებით საქმე, არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა, რესურსების მოძიება და ისინი ამას აქტიურად ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები