სოზარ სუბარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი დევნილი ოჯახი მოინახულა. აფხაზეთიდან დევნილი იამზე მაისაიას ოჯახი სასტუმრო „ხიბლშია“ განთავსებული, ხოლო მარინა გერგედავას ოჯახი – სასტუმრო „444“-ში.
მინისტრთან შეხვედრისას დევნილმა ოჯახებმა სტიქიის ღამე გაიხსენეს და გადარჩენისათვის მადლობა მაშველებს გადაუხადეს. სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო. მინისტრის განცხადებით, თუ მათი სახლები რეაბილიტაციას დაექვემდებარება, ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, სხვა შემთხვევაში კი დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებასაც გაუწევს.