სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები აქტიურად მონაწილეობენ
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, ახალგაზრდები შესაბამისი რაოდენობით, განაწილებულნი არიან რამდენიმე ლოკაციაზე.
მერიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 300 მოხალისე მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე – 60, ალიევის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – 100, ეგნატაშვილის ტანვარჯიშის დარბაზსა და სანაპიროს ქუჩაზე – 80, ხოლო ვაკე-საბურთალოს გზაზე – 120.
მოხალისეთა რაოდენობა ლოკაციებზე დღის განმავლობაში იზრდება. მადლობას ვუხდით მოხალისეებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილის ზომების დაცვისკენ. ანტიტეტანური ვაქცინაცია უფასოა.