ბიძინა ივანიშვილი თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისში მომხდარ სტიქიას ბიძინა ივანიშვილი დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია “მოქალაქის” ახალ პროექტთან – “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად” – დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე გამოეხმაურა.
ივანიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგი მომავალი, რომელიც მათ მტკიცე ხელებში გადის.
“საქართველოს ჰქონდა რთული დღეები. ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია. ამ დღეებში მოვახდინეთ ასეთი გაერთიანება და თანადგომა, რაც თავისთავად აღსანიშნავია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები