დავით სერგეენკო: ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი ვაკის დაზიანებული ხორცპროდუქტების ქარხანაშიც იმყოფებოდა.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, ეპიდემიის საფრთხე არ წარმოიქმნება. მისივე თქმით, ეპიდემიის საფრთხე ახლა არ არსებობს.
„ეპიდემიის თავისთავად საფრთხე ახლა არ არსებობს, თუმცა არსებობს მთელ ამ ტერიოტორიაზე გარკვეული ზონები, სადაც სპეციალური ცოდნა და სპეციალური უნარ-ჩვევებია საჭირო იმისთვის, რომ მართული იყოს სიტუაცია. იქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დაცულია უსაფრთხოების ზომები და თუ უსაფრთხოების ზომები მთელ ტერიტორიაზე იქნება დაცული, გარწმუნებთ, რომ ეპიდემიის საფრთხე არ წარმოიქმნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები