ილია მეორე: არ შეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის
მივმართავ თბილისის მოსახლეობას, არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის მოსახლეობას.
როგორც პატრიარქმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით ბრძანა, საქართველო ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა და ყველაფერი გაივლის.
„მივმართავ თბილისის მოსახლეობას, არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის. ამაზე უარეს და ამაზე მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ და ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან“, – ბრძანა პატრიარქმა.