პროკურატურა კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ს წარმომადგენლებს დაკითხავს
თბილისის პროკურატურაში უკვე დასრულდა თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის და ზოოპარკის თანამშრომლების დაკითხვა. როგორც “კვირას” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ. “გამოძიება გრძელდება და უახლოეს ხანში დაიკითხებიან როგორც კრიზისების მართვის საბჭოს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები და ყველა ის პირი ვისაც შესაძოა შეხება ქონდეს მომხდართან”, – აცხადებენ პროკურატურაში.