„ორშაბათს ზოოპარკის ადმინისტრაციისგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის მიღმა აღარ იმყოფებოდნენ“

კრიზისების საბჭოს აპარატი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდა იმ წუთიდანვე, რა წუთიდანაც ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეულები იყვნენ მტაცებლები – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მინდია ჯანელიძემ განმარტა, საბჭოს სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ცხოველების რეგისტრაციის, დათვლის, მოძიების და მსგავსი სახის სამუშაოებში იყვნენ ჩართულები და ინფორმაციის გავრცელებას სწორედ მათი მონაცემების მიხედვით ახდენდა. კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბჭოში ორშაბათს, დაახლოებით 4 საათისთვის,ზოოპარკის ადმინისტრაცისგან შევიდა ინფორმაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ბინადრობდა, იდენტიფიცირებული იყო და ზოოპარკის მიღმა ცოცხალი მტაცებლები აღარ იმყოფებოდნენ.

“კრიზისების საბჭოს აპარატი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდა იმ წუთიდანვე, რა წუთიდანაც ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეულები იყვნენ მტაცებელი და ასევე სხვა ცხოველები, ამიტომ ჩვენ სისტემატური კომუნიკაცია გვქონდა ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ცხოველების რეგისტრაციის, დათვლის, მოძიების და მსგავსი სახის სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ინფორმაცია პერიოდულად ახლდებოდა, ჯამდებოდა და შემდეგ ხორციელდებოდა კომუნიკაცია ყველა ამ უწყების წარმომადგენლებთან. ორშაბათს, დაახლოებით 4 საათისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციისგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ბინადრობდა, იდენტიფიცირებული იყო და ზოოპარკის მიღმა ცოცხალი მტაცებელი აღარ იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ინფორმაცია მაშინვე არ გაგვივრცელებია. ეს ინფორმაცია გადამოწმდა ჩვენი საბჭოს კონკრეტული თანამშრომლის მიერ და ამის ფაქტიც არსებობს პირადად ზოოპარკის დირექტორთან. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ცოცხალი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის მიღმა არ არის და არიან ვოლიერებში, შემდეგ ეს ინფორმაცია გადამოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საიდანაც ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცოცხალი ცხიოველი აღრ არის ვოლიერებს მიღმა. ვინაიდან იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, უკვე გადამოწმებული ინფორმაცია გავავრცელეთ რელიზის სახით, შემდეგ ეს მოხდა ბრიფინგის დროსაც და შესაბამის დოკუმენტებში აისახა. ჩვენ სხვა წყარო, საიდანაც შეიძლებოდა გაგვეგო, ცხოველი გაქცეული იყო თუ არა, არ გვქონდა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მოხდა ყველა იმ წყაროსთან, სადაც შეიძლებოდა ამ ინფორმაციის გადამოწმება“, -განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები