მევენახეების თანხების მოტყუებით მითვისების ბრალდებით „ჰერეთის მარნის“ დირექტორი დააკავეს

მევენახეების თანხების მოტყუებით მითვისების ბრალდებით „ჰერეთის მარნის“ დირექტორი ივანე რუაძე დააკავეს.
როგორც “კვირას“ ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ჰერეთის მარნის დირექტორმა ივანე რუაძემ 2014 წლის შემოდგომაზე, რთვლის პერიოდში საგარეჯოს რაიონში მცხოვრები 62 მევენახისგან 620 ათასი ლარის ღირებულების ყურძენი ჩაიბარა, თუმცა მათ სანაცვლოდ თანხა არ გადაუხადა.
“გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მისაკუთრებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“,-აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები